თირკმლის ქრონიკური დაავადების დიაგნოსტიკა ქუთაისში

ქუთაისში ნეფროლოგიის ცენტრი უფასო გამოკვლევებს ატარებს უფასო გამოკვლევები ქუთაისში თირკმლის ქრონიკული დაავადებების გამოსავლენად 2 დღის მანძილზე გაგრძელდება. პაციენტებს უტარდებათ ექიმი ნეფროლოგის უფასო კონსულტაცია და ექოსკოპია, შარდის კლინიკური ანალიზი, კრეატინინი სისხლში (ანუ აზოტის), სარდოვანა სისხლში. კვლევის მიზანია თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროული დიაგნოსტირება და პრევენცია. უფასო გამოკვლევების მიმდინარეობას ნეფროლოგიისა და ჰემოდიალეზის ცენტრი დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა დაათვალიერეს.

თირკმლის ქრონიკური დაავადების დიაგნოსტიკა ოზურგეთში

ოზურგეთის ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრში მოქალაქეებს თირკმლის უფასო დიაგნოსტიკა უტარდებათ. თირკმლის ქრონიკული დაავადების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ბრიტანული კომპანიის შ.პ.პ „მეტაკოს“ წარმომადგენლობამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში მოწვეულმა და ადგილობრივმა მედპერსონალმა პაციენტებს სისხლის ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინი, შარდოვანა და საშარდე სისტემის ექოსკოპია ჩაუტარა. ჰემოდიალიზის ცენტრი დღეს გურიის გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერეს. უფასო კვლევები ცენტრში დილიდან დაიწყო და საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრი ოზურგეთში ერთი წლის წინ გაიხსნა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 42 სადიალიზო პაციენტს ემსახურება.

პაციენტებისთვის

სამედიცინო სიახლეები

ეს საინტერესოა

LLP METACO

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, გ. ტაბიძის ქ. №72დ
ტელეფონი: 0431253177
მობილური: (579)902155 / (558)401006
ელ–ფოსტა: info@metaco.ge
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00

< აპრილი 2017 >
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30